• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

უფლება არ აქვს არცერთ ორგანოს აღსრულება გადადოს - ოხანაშვილი

 მმართველი გუნდი ჯერ კიდევ არ საუბრობს, იმაზე აღსრულდება თუ არა ნიკა მელიას განჩინება და თუ აღსრულდება- როდის

  "კი და აღსრულდება. როდესაც განჩინება გამოდის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება იწყება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ, კონკრეტულ დროის მონაკვეთში უნდა მოხდეს. ის უნდა აღსრულდეს და უფლება არ აქვს არცერთ ორგანოს ეს აღსრულება გადადოს", - თქვა ოხანაშვილმა.

  ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ თუ უფლება არ აქვს განჩინების აღსრულების გადადების, მაშინ როგორ გადადო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება, ოხანაშვილმა თქვა, რომ აქ კონკრეტული ვადით გადადებას გულისხმობდა და არა აღსრულებაზე უარის თქმას.

  "გადადოს კონკრეტული ვადით და თქვას, რომ აღარ აღვასრულებო ამის უფლება არ აქვს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადადო. 


თეგები :