• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

გურჯაანში, გზის გადაკვეთისას ორ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

კურორტ „ახტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ორ მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ წუთებში მოზარდებს სტანდარტული კვლევა უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


თეგები :