• თბილისი
  • 17°C
  • 01 აპრილი, 2020
article

ხობში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

მას სამი დღის მანძილზე ოჯახის წევრები, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეძებდნენ. მამაკაცი ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა და მისი ცხედარი სამსახურთან ახლოს მდებარე არხში იპოვეს. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :