• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გორში კვლავ სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ

გორში იოსებ სტალინის გარდაცვალების 65 წლისთავის აღსანიშნავად, სტალინისტებმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს. 

„დღევანდელ დღეს, 1953 წლის 5 მარტს, გარდაიცვალა კაცობრიობის უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ადამიანი, რომელმაც შეძლო, შეექმნა სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. განავითარა ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. მისცა საშუალება თითოეულ მცხოვრებს, ჰქონოდა განათლების, ჯანმრთელობის გაკაჟების, არსებობის საშუალება. სამუშაო ადგილებით იყვნენ უზრუნველყოფილები ადამიანები. მან მოახერხა ფაშიზმის დამარცხება. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სტალინის გარდაცვალებას", - განაცხადეს აქციაზე დემონსტრანტებმა.

სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში აიღეს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. 2015 წელს საზოგადოების ერთ ჯგუფსა და საკრებულოს წევრების ნაწილს ძეგლის აღდგენის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. 


თეგები :