• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

თელავში ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

თელავში, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდა კაცის ცხედარი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კახეთის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცხედარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :