• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ბათუმში არასრულწლოვანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მოზარდს დაჟეჟილობა აღენიშნება. 

თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბაგრატიონის ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


თეგები :