• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 28 მარტს მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 28 მარტს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბის დაკეტვა. რის გამოც, 2018 წლის 28 მარტს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა“, - ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები :