• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

28-29 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 29 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

28 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +19, +24, მთაში +15, +20, მაღალმთაში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი. 29 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 4 – 6 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება. 29 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიკლებს.


თეგები :