• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ბორჯომში ტყე იწვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. 

ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა ბორჯომის მერის თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა და ხანძრის კერასთან მიახლოება ვერ ხერხდევა. შესაბამისად, უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

თეგები :