• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარია

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარია. ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სახანძროა მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ლიკვიდირება ვერ ხერხდება და შენობაში დაკვამლიანებაა.

ცეცხლის კერა პედაგოგმა შენიშნა, რომელმაც სამაშველო ბრიგადა გამოიძახა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


თეგები :