• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

ერეკლე მეფის ახლადგახსნილ მუზეუმში კანალიზაცია გასკდა და ნახატები დაზიანდა

ერეკლე მეფის ახლადგარემონტებულ მუზეუმში კანალიზაციის მილი გასკდა და ნახატები დააზიანა. მუზეუმის რესტავრაცია 14 მილიონი ლარი დაჯდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფომ“ გაავრცელა.

გამოცემასთან მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა თქვა, რომ სიმძიმის გამო საკანალიზაციო მილმა გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების ნიმუშების საცავში დაიღვარა.

„კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია "ჯავას" წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს“, - უთხრა მუზეუმის დირექტორმა რეგინფოს.

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.


თეგები :