• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ახალციხეში 20 წლის გოგო მეორე სართულიდან სურათის გადაღების დროს გადმოვარდა

ახალციხეში 20 წლის გოგო აივნიდან გადმოვარდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა.

შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც  მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გოგონა რეანიმაციაშია გადაყვანილი.

შსს-შ ცნობით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებიას გულისხმობს.

თეგები :