• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

ბათუმში ავარიის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასკოლო ბანკეტზე მიდიოდნენ, ორი დაშავებული კლინიკა „ბაუ“-ში მსუბუქი დაზიანებებით მიიყვანეს.

„რამდენიმე მოზარდი იყო დაშავებული, თუმცა უმრავლესობას მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა. შემთხვევა კლინიკა “ბაუ“-ს წინ მოხდა, ამიტომ ჩვენმა ბრიგადამ ორი დაშავებული მცირე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები :

ავტოავარია