• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

საჩხერეში ავტომობილში 2 წლის ბავშვი დაიწვა

საჩხერის მუნიციპალიტის სოფელ ვაკისაში 2 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ავტომობილი ეზოში იყო გაჩერებული სადაც ბავშვი თამაშობდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის ბალონის გაუმართაობა გახდა.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეგები :