• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

სვანეთში მთა კვლავ ჩამოიშალა - მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფის მატებას ელოდებიან

ადგილობრივების ინფორმაციით, მესაზღვრეებმა მათ უთხრეს, რომ სვანეთში მთა კვლავ ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრაზე ღვარცოფის მატებას ელოდებიან.

მოსახლეობის ინფორმაციას მესტიის საკრებულოს წევრიც ადასტურებს.

„მეორე ტალღაც უნდა წამოვიდესო და გვირეკავენ ნაპირს მოვაშოროთ ხალხი. სოფელთან მანქანით მისვლა შეუძლებელია, ყველა ხიდი წაღებულია,“- ამბობს მესტიის საკრებულოს წევრი, ჭუბერის დეპუტატი ზაზა ვიბლიანი.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი