• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ჭუბერში მდინარემ ორსართულიანი სახლი წაიღო - რა ხდება ამ დროისთვის?

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ადიდებულმა მდინარემ ჯერ შინაური ცხოველების სადგომი წაიღო, ხოლო შემდეგ – ორსართულიანი სახლი.

მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნებისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთა სახლები გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა, ღამე ნათესავების სახლში გაათენა. 

ამ დროისთვის ჭუბერში არ წვიმს, თუმცა სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ნალექს ელოდებიან.