• თბილისი
  • 31°C
  • 21 ივნისი, 2019
article

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა სწორედ ამის შემდეგ აღდგება.

თეგები :