• თბილისი
  • 33°C
  • 15 ივლისი, 2020
article

უბედური შემთხვევა მესტიაში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიაში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ სხვა ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, არასრულწლოვანს იარაღი თავად ეჭირა და შემთხვევით გაუვარდა.

მოზარდს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 116-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუთვალისწინებლობით მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. 


თეგები :