• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ხულოში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ხულოში, ხიხაძირი-თხილვანას დამაკავშირებელ გზაზე  მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზა ჩაიხერგა და ხიხაძირის ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია როდის აღდგება საგზაო მოძრაობა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.


თეგები :