• თბილისი
  • 26°C
  • 05 ივნისი, 2020
article

უბედური შემთხვევა მესტიაში - სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადავარდა

ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა. მესტიის მერის კახა ჟორჟოლინის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ამ წუთებში ცხედარი ნაპოვნია და მის ამოყვანას თანასოფლელები ცდილობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მთის მცენარის საკრეფად იყო წასული, მარტო იყო და ფეხით გადაადგილდებოდა.

 


თეგები :