• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი იხსნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკარანტინო რეჟიმიდან იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არის ძალიან მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს და 22 მაისისდან 4 ივნისამდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი. ამავე დროს, რაიონში მცხოვრებლებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან და ვიყოთ ძალიან ფხიზლად“, - განაცხადა გახარიამ.


თეგები :