• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

"ლიბერთი ბანკის" ოზურგეთის ფილიალის თანამშრომელი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

ოზურგეთში, "ლიბერთი ბანკის" ერთ - ერთი ფილიალის თანამშრომელი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ის ოქროს ნივთების მეშვეობით ფინანსურ მანიპულაციას ეწეოდა, კერძოდ კი მას ბანკის ლომბარდში ყალბი ოქროს ნივთები შეჰქონდა და სანაცვლოდ თანხას ითვისებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითობაში ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. შსს-მ მომხდარზე გამოძიებაა უკვე დაიწყო, საქმე სისხლის სამართლის 180-ე მუხლით არის აღძრული, რაც თაღლითობას გულისხმობს.


თეგები :