• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

სვანეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე ოჯახმა ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, სოფელ იდლიანის უბან ლებურცხილაში რამდენიმე ოჯახმა ბავშვები ტერიტორიას განარიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინდელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ დგას. თუმცა, მათი თქმით, მიზეზი რის გამოც ბავშვები ტერიტორიას განარიდეს გახდა ის, რომ ქარის გამო შესაძლოა დაკვამლიანება მოხდეს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლის ქრობის სამუშაოების ძლიერი სიცხე, ქარი და რელიეფი ართულებს. მათივე ცნობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდირებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივები ცდილობენ. 110 მეხანძრე-მაშველთან ერთად იდლიანის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.


თეგები :

ხანძარი