• თბილისი
  • 24°C
  • 16 აგვისტო, 2020
article

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ავტომობილის, სამარშუტო ტაქსისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ამოტრიალდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.