• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალი გზას კვეთდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თეგები :

ავტოავარია