• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ახალგაზრდა მამაკაცი მოტოციკლით ამოტრიალდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

რამდენიმე წუთის წინ ავტოკატასტროფა მოხდა ლილოს ბაზრობასთან ახლოს. 

მოტოციკლით მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი ამოტრიალდა და თავის მძიმე ტრამვა მიიღო. 

ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პატრულის ეკიპაჟი. 

ახალგაზრდა, რომელიც მოტოციკლით მგზავრობდა, უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ექიმთა განცხადებით, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

აღსანიშნავია რომ მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, ავტოკატასტროფაში ორი ბაიკერი გარდაიცვალა. 


თეგები :

ავტოავარია