• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

გორში ერთმანეთს 10 ავტომობილი შეეჯახა

გორში ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმანეთს 10 ავტომანქანა შეეჯახა. მიზეზად ძლიერი ნისლი და წვიმა სახელდება. 

ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა თბილისიდან დასავლეთისკენ.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება, რადგან ძლიერი ნისლის გამო ავტომობილები ნელა მოძრაობდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები და ევაკუატორები, რომლებსაც ავტომანქანები  გადაჰყავთ საჯარიმოზე. 

გორის ცენტრალურ ავტობანზე დასუფთავების სამსახურის მიერ მიმდინარეობს  მთავარ გზის  და ფეხით სავალი ნაწილის  გასუფთავება.

თეგები :

ავტოავარია