• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დაშავებული ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.


თეგები :

ავარია