• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ავარია გორში - დაღუპულია ერთი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრალურ მაგისტრალზე. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავდა მანქანაში მსხდომი კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.


თეგები :

ავარია