• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამხედრო პირი გარდაიცვალა

წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და სამხედრო პირს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.

თვითმხილველების ცნობით, სატვირთო ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მას საქართველოს მოქალაქე მართავდა.

მათივე თქმით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალება დაღმართზე ამის გამო დაგორდა.

თეგები :

ავტოავარია