• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება

საქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.

თეგები :

პენსია