• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

„თუ კერძო ბანკმა უნდა გადაუხადოს ვალი 600 ათას ადამიანს, პრემიერი, მთავრობა და თქვენ რა შუაში ხართ?“, - კაპანაძე გაბუნიას

„თუ კერძო ბანკმა უნდა გადაუხადოს ვალი 600 ათას ადამიანს, პრემიერი, მთავრობა და თქვენ რა შუაში ხართ?“, - მიმართა ქართული ოცნების წევრს, დეპუტატ ზაზა გაბუნიას ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ.

მანამდე კი, დეპუტატმა გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა რომ „ასეთი მნიშვნელობის სახალხო გადაწყვეტილება არ მიუღია არცერთ ხელისუფლებას საქართველოში“.

შეგახსენებთ, საქმე ეხება პრემიერის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მან თქვა რომ 600 ათას ადამიანს, რომელიც „შავ სიაშია“, აღებული აქვს 2 ათას ლარამდე სესხი და ვალს ვერ იხდის, დავალიანება გაუნულდება. 

მოგვიანებით კი, განაცხადეს რომ თურმე, ფულს კერძო ბანკი ქართუ გადაიხდის. სწორედ ეს საკითხი გახდა „ფეისბუქში“ განხილვის საგანი გიორგი კაპანაძესა და ზაზა გაბუნიას შორის. 

ოპოზიცია და ექსპერტთა უმრავლესობა კი, ბახტაძის დღევანდელ ბრიფინგს მეორე ტურის წინ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებს. 

მართლაც, ივანიშვილის ბანკს 6 წელი და მისი ფავორიტის პირველ ტურში წაგება დასჭირდა იმისათვის რომ „ამ დასკვნამდე მისულიყო“.

„ძალიან კარგი. მეორე ტურში ვაშაძეს მივცემ ხმას და ქართუ ვალს მაინც ჩამომაწერს. არც მოღალატე ზურაბიშვილს ავირჩევ და ახალ წელსაც ვალის გარეშე შევხვდები“, - აცხადებენ „შავ სიაში“ მყოფი პირები.