• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

„კალაძე უნდა დაიკითხოს, ის არის ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი, რომლის დაუდევრობითაც 4 ადამიანი გარდაიცვალა“

დიდ დიღომში, ყაზტრანსგაზის დაუდევრობის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 4 წლის ბიჭი. გაირკვა რომ, ყაზტრანსგაზი თბილისის მერის პირადი ბიზნესია. 

„პრესა.ჯი“-მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მისცა ივანიშვილმა „ყაზტრანსგაზი“ კალაძესა და მის ბიზნეს პარტნიორ ხვიჩა მაქაცარიას. 

ამიტომ, საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიებას მოუწოდებენ დაკითხონ კახი კალაძე - „როგორც ყასტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და როგორც მერი“.

სწორედ ამის შესახებ საუბრობს თბილისის საკრებულოს წევრი და ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ახალგაზრდა ლიდერი, ლევან ხაბეიშვილიც.

- რამ გამოიწვია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებდა და 4 ადამიანის გარდაცვალება? 

- საქართველოში ძალიან სერიოზული ტრაგედია მოხდა, ნაცვლად იმისა, რომ მთელი საქართველო და მათ შორის, დედაქალაქის მერი, მომართული იყოს ამ უბედური შემთხვევის შედეგების აღმოფხვრაზე, დღეს, მან მონახა დრო და თავის მართლების რეჟიმში გადაერთო. 
ოღონდ, მას რამე არ დაბრალდეს და თბილისი და თბილისელები წყალსაც წაუღია, ასე ფიქრობს კალაძე. 

ამ ურთულეს მომენტში მან პოლიტიკური კინკლაობისთვის მონახა დრო. არადა,, მთელი მერია მომართლული უნდა იყოს პრევენციული ზომების მიღებაზე. 

ყველამ ვიცით, რომ ყასტრანსგაზში შეტყობინება ორჯერ შევიდა, ის, რაც მოხდა, არის მათი თანამშრომლების გულგრილობის შედეგი. ტრაგედია ყველგან ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს გამომწვევი მზეზი უნდა ჰქონდეს. 

მიზეზი კი იყო კონკრეტული სამსახურის მიერ გამოჩენილი გულგრილობა., ეს სამსახური და შპს კი პირდაპიარ კახი კალაძის დაქვემდებარებაშია. დიდი ხანია ყასტრანსგაზი სწორედ მის მფლობელობაში შედის. 

2012 წლის შემდეგ, მან ყასტრანგაზის მმართველად დანიშნა ბენაშვილი, კალა-კაპიტალსის უსაფრთოების სამსახურის უფროსი, რომელიც დღეს პარლამენტარია. 

კალაძე პირადად წყვეტდა ვინ უნდა ყოფილიყო ამ კომპანიის მმართველი. ბენაშვილის შემდეგ კი დანიშნა კობახიძე, დღეს რომ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია. 

დაახლოებით 1 თვის წინ, ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარი აპატია ყაზტრანსგაზსს. შემდეგ კი, ოფშორულ კომპანიაში დარეგისტირებულმა კომპანიამ, რომელიც კალაძესთან არის დაკავშირებული, ყასტრანსგაზი შეიძინა. 

- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე? 

- როგორც ყაზტრანსგაზის არაფორმალურ მმართველს, პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და შესაბამისად, იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც გულგრილად მოეკიდნენ მათ საქმიანობას. 

- დღეს, კალაძემ აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა, მან პირდაპირ თქვა, რომ მათ კომპეტენციაში არ შედიოდა ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება... 

- დღეს კალაძემ სრული სისულეები თქვა, 7 წელი არიან ხელისუფლებაში და კონსტიტუცია, შარვალ-კოსტუმივით მოირგეს, რაც არ მოეწონებათ მაშინვე ცვლიან. თავი იმართლა ჩვეულებრივად, ასე სჩვევია ხოლმე მას. 

- უნდა დაიკითხოს თუ არა კალაძე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ირგვლივ? 

- კალაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს, როგორც ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, ასევე, დიდი დიღმის აფეთქების ფაქტზეც, როგორც ყასტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და როგორც მერი.


×