• თბილისი
  • 22°C
  • 22 მაისი, 2019
article

როგორ შოულობს კალაძე ათეულობით მილიონს - სკანდალური დეტალები

მართალია, ბიზნეს-პარტნიორები: კახი კალაძე და ხვიჩა მაქაცარია საჯაროდ ერთად გამოჩენას ერიდებიან, ხოლო მერი საკუთარი კორუფციული და მერკანტილური ინტერესების გადაფარვას „ანძაზე გამოსაქანებელი ადგილის გაფართოვებით“ ცდილობს (არადა კარგი იქნებოდა ჯერ თვალსაწიერი და მსოფლმხედველობა გაეფართოვებინა), მაგრამ ფაქტები და „ხელნაწერები არ იწვიან“. 

ასე მაგალითად: 2011 წელს, კახი კალაძე, რომელიც თვალის ასახვევად ახლა მინი-კუპერით და დის და ხელფასს არ იღებს, თითქმის უკვე გაკოტრებული იყო. 

რაც მან სპორტით და მოდელობით ფული იშოვა, არასწორად დააბანდა, საქმე ცუდად წაუვიდა და დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა. 

თუმცა, მაშინ, კალაძეს „მაშველ რგოლად“ ზურაბ ნოღაიდელი მოევლინა, რომელიც თავის მხრივ, ძასოხოვისა და თორდიას პროექტებით ცდილობდა ათეულობით მილიონის შოვნას.

სწორედ ნოღაიდელის დახმარებით, კახი კალაძემ ხვიჩა მაქაცარიასთან ერთად იყიდა საქჰიდროპროექტი, ვაკეში მდებარე თავის შენობიანად. გააკეთეს ე.წ. „არსენალის მთაც“ და დაიწყეს „ფულის საჭრელი მანქანის“ მშენებლობა. 

კერძოდ: ამ კლანის მთავარი შემოსავლის წყარო ე.წ. ნამახვანის ჰესი უნდა ყოფილიყო, რომლის თვითღირებულება, საშუალოდ, მილიარდ ორასი მილიონი იყო. 

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰიდროპროექტი კორეელებს უნდა აეშენებინათ, სახელმწიფოს გარანტიით. 

თუმცა, ნოღაიდელის გადადგომის შემდეგ, პრემიერმა გილაურმა კორუფციული სქემა გაშიფრა და სახელმწიფო გარანტიაზე უარი თქვა. 

ნოღაიდელი კი, პუტინს ეახლა და ახალი „ლეველის“ დაპყრობა სცადა - ოპოზიციიდან. 

ხოლო კალაძე, მოგვიანებით, ენერგეტიკის მინისტრის რანგში ეძებდა „ინვესტორს“ ნამახვანის ჰესისთვის, რომელიც იქ 700 მილიონზე მეტს დააბანდებდა...

ომი და მშვიდობა

2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ, კალაძე კვლავ გაკოტრების რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდა, რასაც ომი და ე.წ. არსენალის მთის პორექტის ჩავარდნაც დაემატა. 

ფეხბურთელმა, რომელმაც ავტოგოლების გატანა უკვე პოლიტიკაშიც გააგრძელა, ბიუჯეტის წინაშე 70 მილიონზე მეტი დავალიანება დააგროვა. ამიტომ, როცა ასპარეზზე ოლიგარქი გამოვიდა, მას შუშის სასახლეში ეახლა და თავი ოპოზიციონერად გაასაღა. 

კალაძეს, პირველ რიგში, თავისი მილიონობით დავალიანება ადარდებდა, რაც 2012 წლის შემდეგ მალევე გამოჩნდა. 

თბილისის ახლანდელ მერს, სახელმწიფომ დავალიანება მალევე ჩამოაწერა. ანუ თითოეულმა ჩვენგანმა, კახი კალაძეს 70 მილიონზე მეტი ვაჩუქეთ.

თუმცა, როგორც ჩანს, ჭამა მართლაც მადაში მოდის. მოგვიანებით, მან, არაკომპეტენტური მმართველობით, ჯერ ყაზტრანსგაზი მიიყვანა გაკოტრების პირას, შემდეგ კი მთავრობას მისთვის 100 მილიონი გააქვითინა და ბოლოს, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით ჩაიგდო ხელში.

აღარაფერს ვამბობთ რუსული „გაზპრომის“ გაშიფრულ სქემაზე, სადაც კალაძემ და ივანიშვილმა, საქართველოს, ჯერჯერობით 192 მილიონი ლარი მოუტეხეს. ძარცვა და ხელშეკრულება კვლავ გრძელდება...

მიუხედავად იმისა, რომ მერიაში ყველაფერი უარყვეს და „მოგონილი უწოდეს“, კალაძე-მაქაცარია კიდევ რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ფლობენ, რომლის ირგვლივაც „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტები ამ წუთებში აგროვებენ მასალებს, რასაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ და რომელიც სამუდამოდ დაასრულებს მითს - „კახას ისედაც აქვს ფული და არ მოიპარავს“ შესახებ. 

P.S: მასალაში გამოყენებულია ნუგზარ მეტრეველის ფოტო-კოლაჟი.


×