• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

კალაძე უნდა გადადგეს - მისი ბიზნესის დაუდევრობამ კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ქეთევან წამებულის  გამზირზე გაზის ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ცხედრები დღეს მეზობლებმა ერთ ოთახიან ბინაში იპოვეს. 

შვიდივე ადამიანი ივანიშვილის „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა და თბილისში ქირით ცხოვრობდა. 

კალაძის ბიზნესი ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე 

კომპანია „ყაზტრანსგაზი“ კახი კალაძის პირადი ბიზნესია. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია სწორედ პრესა.ჯიმ გაავრცელა, რის შემდეგაც ფაქტი უკვე პოლიტიკოსებმაც დაადასტურეს. 

საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბიძინა ივანიშვილის თანხმობით „ყაზტრანსგაზს“ ჯერ 100 მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერეს, შემდეგ კი, ხვიჩა მაქაცარიას „გამტარობით“ კახი კალაძეს მიყიდეს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით. 

თუმცა, „ყაზტრანსგაზსს“ კალაძე ჯერ კიდევ 2012 წლიდან მართავდა ხან მისი პირადი კადრის, ვინმე ბენაშვილის, ხანაც მერიის სატრანსპორტო კომპანიის უფროსის, მამუკა კობახიძის ხელით. 

მეტიც, კალაძეს ამ კომპანიის ყიდვა წინა ხელისუფლების დროსაც სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. 

როგორც ჩანს, მერმა ოცნება მხოლოდ ივანიშვილის დახმარებით აიხდინა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ოცნებების რეალიზაცია თბილისელებს სიცოცხლის ფასად უჯდება. 

სიკვდილით სავსე ქალაქი

ცოტა ხნის წინ, დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამ, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ დაუდევრობამ გამოიწვია, 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვი იყო. 

დღეს კი, გაზით ინტოქსიკაციამ კიდევ 7 ადამიანი იმსხვერპლა. 

უფრო ადრე, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა აფეთქებამ ფონიჭალაში დედა-შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე. 

ბოლო სამ წელიწადში კი, გაზის გაჟონვა-აფეთქებით უკვე 97 ადამიანი გარდაიცვალა. 

ვინ უნდა აგოს პასუხი ადამიანების გარდაცვალების გამო? 

დღეს „ყაზტრანსგაზსს“ კალაძის პირადი კადრი, მამუკა კობახიძე მართავს, თუმცა, როგორც ჩანს, არაკომპეტენტურად და სავალალოდ. 

კერძოდ, კომპანიის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოგებაზე მაქსიმალურად ორიენტირებამ უსაფრთხოების სისტემის მოშლა და დაუდევრობის ფაქტების გახშირება გამოიწვია, რაც თავის მხრივ, უკვე არაერთი ტრაგედიის საფუძველი გახდა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახი კალაძეს აკისრებენ. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეთანხმება თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც. 

კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი და საზოგადოების წარმომადგენლებიც.

თუმცა, დედაქალაქის მერი, რომლის გამდიდრების გამო ადამიანები იღუპებიან, როგორც სხვა შემთხვევებში, თითს სხვისკენ იშვერს და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც არ ერიდება


×