• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

წყნეთში ავტობუსი ხეს შეეჯახა - დაშავებულია ხუთი ადამიანი

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. 

წინასწარი ინფორმაციით, საქალაქო ავტობუსი ჯერ დაგორდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თეგები :