• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

„რაც შეეხება ქართულ ტოლერანტობას, სახელი სტალინი რამეს გეუბნებათ?“ - ფრანგი ჟურნალისტის კითხვა ზურაბიშვილს

ფრანგმა ჟურნალისტმა, სალომე ზურაბიშვილს სტალინზე მას შემდეგ დაუსვა კითხვა, რაც მან „ქართულ ტოლერანტობაზე ისაუბრა“. 

„მინდა ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეუძლია საქართველომ შესძინოს ევროპას. ეს ტოლერანტობის ტრადიციაა“, - სწორედ ზურაბიშვილის ამ განცხადებას მოჰყვა  ფრანგი ჟურნალისტის კითხვები, სტალინის შესახებ.

„რაც შეეხება ქართულ ტოლერანტობას, სახელი სტალინი რამეს გეუბნებათ“? - ჰკითხა რადიო RTL-ის ჟურნალისტმა გადაცემაში მიწვეულ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა.

„სტალინი საბჭოთა ხელმძღვანელი იყო“, - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ფრანგ ჟურნალიტს, რასაც საპასუხო შეკითხვა მოჰყვა, „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტალინს უარს ეუბნება მის ქართულ ფესვებზე?“.

„დიახ, მისი საქციელის გამო. ის თვითონაც მიიჩნევდა ასე. იცით, რომ ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა. ცუდად საუბრობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით. რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა“, - თქვა ზურაბიშვილმა.