• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

მამაკაცს, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობდა, ფულს სძალავდა და მამის და ძმის მოკვლით ემუქრებოდა, 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ცოლზე სისტემატურად ძალადობის და მუქარის გამო მამაკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სასამართლოში საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ მსჯავრდებული 2 წლის განმავლობაში შეურაცხყოფდა და ძალადობდა ყოფილ ცოლზე, სძალავდა ფულსაც  და თუ ის მის ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, მამის და ძმის მკვლელობით ემუქრებოდა. ყოფილმა ცოლმა მას შიშით მოთხოვნილი თანხის, 3000 ლარის ნაწილი, 500 ლარი გადასცა კიდეც.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.


თეგები :

×