• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში, იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

შოთა სამხარაძე ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით მან ტერიტორია დატოვა და დაიკარგა.


თეგები :

×