• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

საპენსიო სააგენტო, საბჭოს წევრებს 300 ათას დოლარს გადაუხდის - წელიწადში 9 დღიანი მუშაობის სანაცვლოდ

ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. 

პირობების მიხედვით, საბჭოს წევრს დისტანციურად მუშაობაც შეუძლია, რაშიც ხელისუფლება მას 60 ათას დოლარს გადაუხდის. 

საპენსიო სააგენტო სულ საინვესტიციო საბჭოს 5 წევრს ეძებს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ფულის განკარგვისათვის, მათ ჯამში 300 ათასი დოლარი უნდა გადავუხადოთ.

მეტიც, კონკურსის პირობების მიხედვით, ვალდებულნი ვართ რომ საპენსიო სააგენტოს საბჭოს წევრებს მგზავრობის, კვებისა და ცხოვრების ხარჯებიც ავუნაზღაუროთ - სრულად.

გამარჯვებული კანდიდატი ვალდებულია საქართველოში წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩამოვიდეს, დანარჩენი დრო კი, შეუძლია ვირტუალურად გვეკონტაქტოს.

სამუშაო საათების რაოდენობა წლის განმავლობაში სულ რაღაც 72 საათია. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საპენსიო სააგენტო, საინიციატივო საბჭოს წევრს, წელიწადში ჯამში 72 საათიან მუშაობაში, რაც 8 საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში 9 სამუშაო დღეა, 60 ათას დოლარს გადაუხდის.

საპენსიო ფონდში უკვე 113 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ხელფასი, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, წლიურად 180 ათასი ლარია.


თეგები :

პენსია