• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ვინ რის ზონდერი, რომელმაც ზუგდიდში სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს პროვოკაცია მოუწყო?

ქართული ოცნების ზონდერი ზიგდიდიდან, რომელმაც გუშინ სანდრა რულოვსის მხარდამჭერებს პროვოკაცია მოუწყო, ძარცვისთვის იყო გასამართლებული. 

ეს გიორგი გოგინავაა, რომელიც ქართული ოცნების ახალგაზრდული წევრი და ზუგდიდის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, გეგა შენგელიას მხარდამჭერია. 

ძარცვის გამო გასამართლებული გოგინავა გუშინ სანდრა რულოვსს წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების საშუალებას არ აძლევდა და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. 

პარალელურად კი, გაერთიანებული ოპოზიციის  კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ივანიშვილის ზონდერები, რომლებსაც ადგილზე ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია „კრიშავს“. 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს იმის დასადგენად, თუ ვინ იყვნენ პირები, რომლებიც ყველგან დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. 

თუმცა, როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ფაცაციამ არა პროვოკატორები და ზონდერები, არამედ, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ანი წითლიძე დააკავა. 

დაკავებაში პირადად მონაწილეობდა ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია, რომლის შესახებაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ასე წერს: 

„ირაკლი ფაცაცია - ზუგდიდის პოლიციის ზონდერ უფროსი. ყველა შავ და უკანონო საქმეს ეს უკეთებს გახარიას.

თითქმის არ არსებობს დანაშაული, რომელიც შარშან მეორე ტურის განმავლობაში არ ჩაიდინა...

აუცილებლად აგებს პასუხს.

ამ ტიპის დამნაშავეების დანდობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება და მერე გინდა რევანში დაარქვით და გინდა რაც გნებავთ...“ - ნიკა მელია, 11 აპრილი, 2019 წელი.