• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

"ქუთაისიდან ვენაში მათხოვართა ჯგუფები იაფი ავიახაზებით" - ავსტრიული გაზეთი ქართველი ტურისტების შესახებ სტატიას აქვეყნებს

"მათხოვართა ჯგუფები იაფი ავიახაზებით," - ამ სათაურით სტატიას ქართველების შესახებ ავსტრიული გაზეთი Kronen Zeitung აქვეყნებს.

სტატიის თარგმანს "დიასპორა.ჯი" გვთავაზობს.

ჟურნალისტი წერს, რომ "აღმოსავლეთევროპელი მათხოვრები" ვენის აეროპორტსაც მისწვდნენ. ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტში, ყოველდღიურად, 13:30 საათზე, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქიდან –  ქუთაისიდან (სადაც 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს), 30-მდე ახალგაზრდა, ფაქტობრივად, სამგზავრო დოკუმენტების გარეშე, იაფი ავიახაზებით ჩამოდის".

ჟურნალისტის თქმით, "ბორტზე, ბიზნესმენებისა და რეალური ტურისტების პარალელურად, მათხოვრებიც არიან. “იაფი ბილეთები 100-მდე ევრო ღირს. სწორედ ამ იაფიანი პაკეტით, ძირითადად, ახალგაზარდა მამაკაცები სარგებლობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათთვის ევროკავშირში მარტივად შესაღწევი გზაა", - წერია სტატიაში.

როგორც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი ჟურნალისტთან საუბრის დროს აცხადებს, მათ ყოველდღიურად უწევთ ასეთი მგზავრების დაკავება და უკან, საქართველოში გაბრუნება. "დაახლოებით, 30-მდე მათხოვარი ირევა ყოველდღე ნეიტრალურ ზონაში. მათ შესვლის უფლება არ აქვთ, რადგან არც პასპორტი აქვთ და არც მისამართი ავსტრიაში, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი. მათ ენაც კი არ იციან… პოლიციას ისინი თავისუფალ ზონაში გადაჰყავს, სადაც მეორე დღემდე რჩებიან, რადგან უკანა რეისი, ვენიდან საქართველოში, 05:55 საათზეა’’, - აღნიშნავს ავტორი.

სტატიის დასასრულს, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უშვებენ საქართველოში თვითმფრინავის ბორტზე მსგავს ადამიანებს. "ალბათ, ამიტომ მათ ნამდვილად სჭირდებათ ვიზა", - წერს ჟურნალისტი მარკ პერი.


თეგები :

×