• თბილისი
  • 31°C
  • 21 ივნისი, 2019
article

"დედას დახატულო, ნუ მოკლავ შენს დედიკოს... არასოდეს დაგტოვებ დედი, ოღონდ ახლა მიპასუხე, გთხოვ, დე" - ეთო ონიანის დედა შვილს სოციალური ქსელით მიმართავს

ეთო ონიანის დედა შვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს: 

"დედას დახატულო, ნუ მოკლავ შენს დედიკოს, ნუ ანერვიულებ შენს ნინის და ისოს, შენს ძმამას, დედი, შენ ეხლა ამას თუ კითხულობ, ჩემო ცხოვრებავ, ჩემო გულო, მიპასუხე დედიკოს სულის ნაწილო, შენ ხომ კარგად იცი, მე შენი დედა კი არა მეგობარი ვარ , მე შენ ყოველთვის გვერდით ვიქნები, არასოდეს დაგტოვებ დედი, ოღონდ ახლა მიპასუხე გთხოვ დე, ეთოო, ეთიკოოოოო, ეთუნა ჩემო ტკბილო შვილოოო, ჩემო და შენი დაიკოს და ძამიკოს იმედოოო. გთხოვ რა დედიიი, შენ დედიკოს ძალიან უყვარხარ შემეხმიანე დე გემუდარებიი," - წერს გოგონას დედა.

ეთო ონიანს ქუთაისში ახლობლები და მეგობრები ეძებენ. გოგონა დღეს სახლიდან გავიდა, ხოლო გასვლამდე სოციალურ ქსელში წერილი დატოვა, სადაც ყველას გამოემშვიდობა.


თეგები :