• თბილისი
  • 34°C
  • 21 ივლისი, 2019
article

რატომ მალავს მინისტრი იზორია თავდაცვაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს?

თავდაცვის მინისტრი იზორია, კორუფციული ფაქტების გარდა ახლა ძალადობის შემთხვევებსაც მალავს

მიუხედავად იმისა რომ თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ ბევრმა იცის, ლევან იზორია დღეს მედიას ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში. 

ეს მაშინ, როდესაც ერთერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ბოლო წლებში შესამჩნევად გამდიდრდა, წარუმატებლობისა და კორუფციის სინონიმად იქცა სამინისტროში. 

რას მალავს იზორია? 

რუსთავი 2-მა გაარკვია რომ თავდაცვის სამინისტროში ამერიკელ კურსანტ გოგოზე იძალადეს. ფაქტი გახმაურდა, თუმცა, მასზე გამოძიებაც კი არ დაწყებულა. 

მომხდარის შესახებ შაბათის კურიერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო სამმართველოს უფროსი, ნინო გეწაძეც საუბრობდა. 

„ჩანაწერებიც ამოვიღეთ. 20 წლის ამერიკელი გოგო იყო. ის ხელს ადებდა ერთერთ სტუდენტს, ბათუმელს. საკლასო ოთახში იყვნენ. შუქი იყო ჩამქრალი. 

არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ყველაფერი მოგვარებულია. არანაირი პრობლემები არ გვაქვს ამ ეტაპზე“, - აცხადებდა ნინო გეწაძე შაბათის კურიერის ჟურნალისტთან საუბრისას. 

ძალადობის ფაქტზე ჰყვებიან თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტებიც, რომლებიც ცხადია, საჯაროდ საუბარს ერიდებიან იქიდან გამომდინარე რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მომხდარ ფაქტს მალავენ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო...

სანამ რუსთავი 2-ზე თქვენი მინისტრი თავდასხმას განახორციელებს, საკუთარი თანამშრომლების ინტერვიუები მაინც ანახეთ. გასაგებად ყვება ამბავს.

1. ძალადობაში დაადანაშაულა ამერიკელმა კურსტმა ქართველი; 

2. თქვა გამოძება არ ჩატარებულაო;

3. დააკონკრეტა, ოთახში სადაც მასზე სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა, ბნელოდა და არ ჩანდა არაფერი კამერებშიო; 

მესმის რომ მინისტრს ბინები აქვს გასაქირავებელი და კიდევ მესამე სახლი ბიზნესისთვის ასაშენებლი, მაგრამ იქნებ შუალედი ნახოს და მოისმინოს“, - წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და შაბათის კურიერის წამყვანი, ნოდარ მელაძე.

მიუხედავად მტკიცებულებებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა განცხადებებისა, მინისტრი იზორია კურსანტის მიერ ამერიკელ გოგონაზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. 

მან დღეს შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და აღნიშნა რომ: „დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებაა“.

წარმოიდგინეთ, მინისტრი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში საეჭვოდ მდიდრდება, მინისტრი, რომლის ნათესავებიც თავდაცვის სამინისტროს ყველა მსხვილ ტენდერთან ასოცირდებიან, აცხადებს რომ თურმე, ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია აქვთ განზრახული

ზოგადად კი, ლევან იზორია ყოველთვის ყველაფერს უარყოფს ხოლმე, რაც არ აწყობს. 

მაგალითად: ჯარში სუიციდის გახშირებულ ფაქტებს, მის მიერ დაუსაბუთებელი ქონების არსებობას, ძმის უკანონო საქმეებში მონაწილეობასა თუ ე.წ. ნარუშილოვკის სკანდალთან კავშირს.