• თბილისი
  • 22°C
  • 21 მაისი, 2019
article

ზონდერების, ე.წ. მაყურებლებისა და გამგებლების სია, რომლებსაც ზუგდიდში ამომრჩეველთა დაშინება-მოსყიდვა დაავალეს

პრესა.ჯიმ ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციიდან იმ ადამიანთა ნაწილის ვინაობა დაადგინა, რომლებსაც გეგა შენგელიას შტაბმა ამომრჩეველთა მოსყიდვა-დაშინება და „დამუშავება“ დაავალა. 

ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონულმა ორგანიზაციამ ეს სია ივანიშვილის პოლიტიკური პოლიციის - სუსისა და გახარიას უწყების თანამშრომელთა რეკომენდაციით შეადგინა. 

მაშ ასე, პრესა.ჯი ექსკლუზიურად ასაჯაროვებს იმ ადამიანების ნაწილის ვინაობას, რომლებიც სავარაუდო კანონდარღვევის და არჩევნების გაყალბების პროცესში არიან ჩართულნი.

ყოფილი პოლიციელი, დავით გეგეჩკორი;

ზუგდიდი, კომბინატის დასახლება - კახა ჭკადუა;

სოფელი ინგირი, საკრებულოს წევრი, ზურაბ გოგოლაძე;

ზუგდიდის ბიბლიოთეკის უფროსი, მადონა მაქაცარია;

განმუხურის გამგებელი, ლიკა ახალაია;

გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, დავით კოდუა - აბარია სოფელი დარჩელი;

ხურჩის შტაბის უფროსი, კახა მიქაუტაძე; 

ორსანტიას გამგებელი, ნათია წითლიძე;

სოფელი ჩხოუში - ჰამლეტ და ჯუმბერ გულორდავები;

ჭითაწყარი, დასახლება სადარასელიო - მურთაზ დარასელია, ე.წ. მაყურებელი.

ჭითაწყარი - დავით ნარმანია (ის არა, სხვა);

ჭითაწყარი - ნინო მესხია (შვილი ჰყავს პოლიციელი);

ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ინეზა მურღულია;

სოფელ კახათის მეორე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ეთერ შენგელია;

ქართული ოცნების მიერ საიდუმლოდ შედგენილ ამ სიაში გვხვდება გოჩა რაფავას სახელი და გვარიც.

გოჩა რაფავა შევარდნაძის დროს მომხდარი რევაზ ქობულიას მკვლელობის გამო იძებნებოდა. ის გაქცეული იყო ქვეყნიდან.

თუმცა, ქართულმა ოცნებამ რაფავა ჯერ პარტიაში მიიღო, შემდეგ კი, წინა არჩევნებშიც ჩართო აქტიურად.

დაღუპულის ძმა, რევაზ ქობალია დღემდე გოჩა რაფავას ადებს ხელს და აცხადებს რომ სწორედ ის არის მკვლელი. რაფავა ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ რევაზ ქობალია მას არ მოუკლავს, მაგრამ რომც იცოდეს ვინ მოკლა, არ იტყვის. 

პრესა.ჯი, რა თქმა უნდა, ამ სიაში აღმოჩენილ აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს, გამგებლებსა და შენგელიას მხარდამჭერებს დაუკავშირდა... ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

პრესა.ჯი: დადიხართ თუ არა აქტიურად გეგა შენგელიას ოფისში და იღებთ თუ არა, მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესებში?

გოჩა რაფავა: თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ?

- ჟურნალისტი ვარ...

- „ქართულ ოცნებაში“ 2014 წელს შევედი... 

- ჩართული ხართ ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო კამპანიაში? 

- ყველა არჩევნებში ვარ ჩართული მსოფლიოს მასშტაბით, ასე დაწერეთ პირდაპირ.

პრესა.ჯი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ, საჯარო მოხელე, სოფელში წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევით  და ამომრჩევლებს ხმის მიცემის სანაცვლოდ, ფქვილის დარიგაბას ჰპირდებით...

ნათია წითლიძე: რას მეუბნებით, მომიყვანეთ ის მოსახლე, ვინც ეგ თქვა ჩემზე. 

- შეგიძლიათ გვიპასუხოთ კითხვაზე?

- ფაქტები მომიყვანონ მაგათ, მეც შემიძლია თქვენ კითხვით მოგმართოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტები არ მაქვს, ვერ შეგეკითხებით. 

- ჩვენ კითხვას გისვამთ ქალბატონო ნათია...

- რა თქმა უნდა უარვყოფ, ასეთი ტყუილით თქვენ მოსახელობასაც კი შეურაცხყოფას აყენებთ, რადგან დარწმუნებული ვარ ამას სოფელში არავინ იტყოდა.

პრესა.ჯი: ამომრჩევლის მოსყიდვასა და დამუშავებას მართლა ცდილობთ გეგა შენგელიას სასარგებლოდ?

ლიკა ახალაია: თქვენ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდეთ, რომ ლიკა ახალაია არის საჯარო მოხელე, რომელსაც არ აქვს ამისი უფლება...

- სწორედ ამიტომ გირეკავთ და გეკითხებით...

- ლიკა ახალაია საჯარო მოხელე გახლავთ, რომელიც არ არის ერთი კონკრტული პარტიის რწმუნებული, ჩემთვის ყველა მოქალაქე ერთნაირია, შესაბამისად, სანამ ჩემთან კომენატრზე მოხვალთ,  გაიკითხეთ. 

პრესა.ჯი: თქვენ ხომ საჯარო მოხელე ხართ და რატომ ჩაერთეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში?

მადონა მაქაცარია: გამორიცხულია, მე ვარ დაკავებული ჩემი საქმიანობით, ვმუშაობ და არ ვერევი არჩევნების საკითხებში. 

პრესა.ჯი: ბატონო მურთაზ, შენგელიას სასარგებლოდ ხალხის გადაბირებას რატომ ცდილობთ?

მურთაზ დარასელია: წინასაარჩვნო აგიტაცის ვეწევი. აბა რა უნდა ვქნა, უბნის უფროსი ვარ, ხო არ დავჭამთ აბა ერთმანეთს.

შეგახსენებთ რომ 19 მაისს ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნებია. ქართული ოცნებიდან, კანდიდატი გეგა შენგელიაა, რომელსაც ივანიშვილი, კანდიდატობის სანაცვლოდ ვალების გადახდას დაპირდა (რამდენიმე ასეულათასიანი ვალი აქვს).

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი კი, სანდრა ელისაბედ რულოვსია, რომელსაც მხარს ყველა პროდასავლური პარტია უჭერს.


×