• თბილისი
  • 34°C
  • 18 ივლისი, 2019
article

კომპანია, რომელიც პანკისში ჰესებს აშენებს, ივანიშვილის პარტნიორია სხვა ბიზნესებში - აი რატომ გაწირა გახარიამ სპეცრაზმელები, პოლიციელები და ქისტები

ცნობილი ხდება ის მიზეზები, რომლის გამოც გახარია პანკისის ხეობელებს სპეცრაზმით დაუპირისპირდა და ადგილობრივებს რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდა. 

მაგალითად: კომპანია, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესებს აშენებს, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ბიზნეს-პარტნიორია ონის ჰესების კასკადში. 

კერძოდ: მდ. რიონზე, ონის ჰესების კასკადს სს „ონის კასკადი“, შპს ფერი და თანაინვესტირების ფონდი აშენებს.

მდ. რიონზე დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (ანუ წყალსაცავის გარეშე) მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია - წერია ანგარიშში.

თავის მხრივ კი, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი შპს ფერი და ალაზნის ენერჯი აშენებს იმ ჰესებს პანკისში, რომელსაც გუშინ სისხლიანი დაპირისპირება და უკიდურესად სახიფათო პროცესები მოჰყვა. ჰესებში ბიზნეს-ინტერესები აქვთ კახი კალაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც.

უფრო ზუსტად: გახარიას არაპროფესიონალიზმმა, აგრესიამ, გულგრილმა დამოკიდებულებამ მშვიდობიანი ქისტების მიმართ და რაც მთავარია, ივანიშვილის ბიზნეს ინტერესების დაცვამ, კინაღამ კონფლიქტის ახალი კერა გააჩინა - პანკისის ხეობაში.

მეტიც, ივანიშვილის კერძო და მერკანტილურმა ინტერესებმა საფრთხის ქვეშ დააყენა პოლიციელებისა და სპეცრაზმელების სიცოცხლეც.

5 მეგავატიანი ჰესის მშენებლობისა და ივანიშვილის ხუშტურის გამო, გუშინ, პანკისის ხეობაში ის პროცესები განვითარდა, რომელიც არავის აწყობს, გარდა ოკუპანტი რუსეთისა და იმ ადამიანებისა, ვინც ღიად გამოხატავს კრემლის ინტერესებს - მათ შორის მთავრობაშიც.  

გუშინ, რუსეთის მოქალაქე გახარია, ივანიშვილის ბიზნეს-ომბუცმენის გარდა, მთლიანად რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლად იქცა. 

1. არავისთვის საიდუმლო არაა რომ ISIS შემადგენლობაში სირიასა და ერაყში ათასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა. 

ISIS დამარცხდა, შედეგად, ამ მეომრების ნაწილი ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდება. ამიტომ, რუსეთის მიზანია რომ პანკისში დაპირისპირება გააღვივოს და საქართველო ამით კიდევ უფრო დაასუსტოს. 

2. სპეციალისტების განმარტებით, ღია მინდორში სპეცრაზმისა და ასეთი სპეცტექნიკის გამოყენება არ შეიძლება. ეს არის უკიდურესი არაპროფესიონალიზმი. 

თუმცა, იმის გამო რომ რუსეთის მოქალაქე გახარიამ ერთი მხრივ, ოკუპანტის დავალება შეასრულოს, მეორე მხრივ კი, ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესები სისხლის ფასად დაიცვას, შს მინისტრი, პოლიციელებისა და სპეცრაზმელების სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ.