• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია.

გამოძიების ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს 64 ნომერ სამგზავრო ავტობუსში დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი 37 წლის მაროკოელი იყო, რომელმაც 44 წლის საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.

მაროკოელი მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ამოღებულია ცივი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის მონაწილეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.


თეგები :