• თბილისი
  • 28°C
  • 20 მაისი, 2019
article

დავით სერგეენკო, სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნას არ იღებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტის შენიშვნას არ იღებს და აცხადებს, რომ სოციალური დახმარების პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა.

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა. რაც შეეხება მარტვილში უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ახლა, როდესაც ოჯახი გლოვობს და ჯერ ბავშვი არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, მოუწოდა სასწრაფოდ დაიწყონ სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.


თეგები :

×