• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

ახალსოფლის დღესასწაულზე ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტს 6 250 ლარი უჯდება

ყვარლის მუნიციპალიტეტი, 30 აპრილს ახალსოფლის სოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად, ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 6 249 ლარი უჯდება.

„რამდენადაც მომღერალი ნინი ქარსელაძე-ჟორდანია სარგებლობს დიდი პოპულარობით, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, აღნიშნული კონცერტი შექმნის სადღესასწაულო განწყობას, როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის“, — ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ ამ მომღერლის კონცერტის გამართვის დასაბუთებაში.