• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არჩევნებში ხმების დაცვის უპრეცედენტო მექანიზმს ქმნის

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არჩევნებში ხმების დაცვის უპრეცედენტო მექანიზმს ქმნის. 

კომისიის 214 წევრი, რომელიც ქართული ოცნების მიერ კონტროლირებადი არ არის;

ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსისა და გაერთიანებული ოპოზიციის 1489 წარმომადგენელი;

1500-ზე მეტი მოხალისე, რომელიც მზადაა დააკვირდეს არჩევნების პროცესს;

არასამთავრობო ორგანიზაციების 1500-ზე მეტი თანამშრომელი; 

მთელი საქართველოდან ზუგდიდის მერის არჩევნების პროცესს 5 ათასზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. 

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, ეს მექანიზმი არჩევნების გაყალბების მცდელობის შემთხვევაში სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას უზრუნველყოფს. 

შეგახსენებთ რომ ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ქართული ოცნებიდან ზუგდიდის მერის არჩევნებში ვინმე გეგა შენგელია მონაწილეობს, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი, ყოფილი პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი, რომელსაც კვლევების მიხედვით, გამარჯვების დიდი შანსი აქვს.


თეგები :

არჩევნები